შედეგიანი პასუხისმგებლობა

სიახლეები

16.07.2013

2012 წლის 18 მაისს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მისი პარტნიორის, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (კანზასი, აშშ)  ერთობილივი პროექტის მიერ ორგანიზებული ბიზნესკვირეულის ფარგლებში მოხსენებით ერთობლივი მოხსენებით გამოვიდა საადვოკატო ბიურო „კორძახია, ჟღენტი“ სპს–ს პარტნიორი ირაკლი კორძახია

ვრცლად

26.03.2013

სასამართლოსთან თანამშრომლობის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ჯგუფის შეხვედრა.

ვრცლად

23.01.2013

22-23 დეკემბერს თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში „ბიზნეს სამართლის იმიტირებული პროცესის“ ფინალური თამაშები გაიმართა.

ვრცლად

19.10.2012

2012 წლის 3 ოქტომბერს ჩვენმა პარტნიორმა ირაკლი კორძახიამ მიიღო CEDR-ის მედიატორის აკრედიტაცია. საპილოტო პროგრამა მედიაციაზე, დაფინანსებული იყო USAID (project JILEP) და GIZ ის მიერ.

ვრცლად

საკანონმდებლო სიახლეები

სიახლეების გამოწერა

სასარგებლო ბმულები

საკანონმდებლო სიახლეები

09.02.2012

ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

 

2012 წლის 8 ნოემბრის საქართველოს კანონი საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითებს:

 –        დადგინდა ახალი რეგულაციები სპეციალური სავაჭრო კომპანიებისა და სპეციალური სავაჭრო ზონების საქმიანობასთან დაკავშირებით;

–        არარეზიდენტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ლიზინგით ან იჯარით გასცემს ქონებას, შეიძლება დაუდგეს მუდმივი წარმომადგენლობის რისკი იმ შემთხვევაში, თუ იგი  სისტემატურად ახორციელებს ქონების მიმღების საქმიანობის მომსახურებას და ზედამხედველობას.

საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის სტატუსს, თუკი არ დაუდასტურდებათ სხვა ქვეყნის რეზიდენტად ყოფნის ფაქტი.

საგადასახო ორგანოებს უფლება აქვთ განსაზღვრონ გადასახადთა გადამხდელის დასაბეგრი ბაზა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, თუ:

–        პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;

–        სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;

–        ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

–        პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით;

–        პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.

ახალი წესები იქნა გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ტრანზაქციებისათვის – გადასახადების გადამხდელს აქვს უფლება წინასწარ შეათანხმოს ტრანზაქციის ღირებულება საგადასახადო ორგანოებთან.

დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა სერვიტუტის უფლების დადგენა, რომელსაც საგადასახადო კოდექსი განიხილავს მომსახურებად. ასევე საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის გაცემა და სერვიტუტის უსასყიდლოდ დადგენა არ იქონიებს გავლენას გადასახადების გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე.

გადასახადების გადამხდელი უფლებამოსილია არ გასცეს დღგ–ს ინვოისი პირზე, რომელიც არ არის დარეგისტრირებული დღგ–ს გადასახადის გადამხდელად, თუკი სხვა რამ არ არის განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

მიმდინარე კონტროლის პროცედურათა ახალი მეთოდი იქნა დანერგილი კანონის მიერ. საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილნი არიან აწარმოონ გადასახადთა გადამხდელის ეკონომიური საქმიანობის მონიტორინგი 6 თვემდე ან მეტი დროის განმავლობაში თუ გაფართოებული და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენებით მოახდინოს  დასაბეგრი ბაზის იდენტიფიცირება.

ქვემოთ მოყვანილია მოკლე ჩამონათვალი კანონით გათვალისწინებული ახალი რეგულეციებისა საგადასახადო ადმინისტრირებასთან და ჯარიმებთან დაკავშირებით:

–        გარკვეულ შემთხვევებში კანონი ითვალისწინებს საგადასახადო ჯარიმის ოდენობის შემცირებას საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ჯარიმის შემცირება შესაძლებელია 200 ლარამდე;

–        რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა 500 ლარამდე;

–        სალარო აპარატზე ლუქის გარეშე საქმიანობის განხორციელება ან საგადასახადო ორგანოსათვის შეუტყობინებლად ლუქის მოხნა ექვემდებარება ჯარიმას 500 ლარის ოდენობით;

–        ტვირთის გადატანისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოსავლენად საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილნი არიან გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებანი და ადამიანები, გამოიკვლიონ ტვირთი, დოკუმენტაცია და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დააკავონ ტვირთი;

–        ახალი წესები იქნა გათვალისწინებული  საბაჟო მოთხოვნების დარღვევისათვის ჯარიმის დასაკისრებლად.

ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი ან სტატია ქვეყნდება მხოლოდ იმისთვის, რომ ვებ-გვერდის სტუმრებს შეუქმნას წარმოდგენა ჩვენი ფირმის შესახებ.  ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს რაიმე შინაარსის სამართლებრივ კონსულტაციას და არ წარმოშობს კლიენტი-ადვოკატის ურთიერთობას.

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს შემოთავაზებას კლიენტი-ადვოკატის ურთიერთობების გასაფორმებლად.  სამართლებრივი რჩევისთვის ჯობს მიმართოთ იმ ადვოკატს, ვინც კარგად იცნობს თქვენთვის მნიშვნელოვან გარემოებებს.

ჩვენი ფირმა არ წარმოადგენს სპონსორს და არ უწევს პუპულარიზაციას იმ ვებ-გვერდებს, რომლებზე ლინკებიც არის განთავსებული ჩვენი ფირმის საიტზე, ასევე არ აგებს პასუხს ამ ვებ-გვერდების შინაარსზე.

2011 © ყველა უფლება დაცულია
Artmedia