კომპანიის შესახებ
საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს, დაფუძნდა 1999 წელს ამხანაგობის ფორმით. ფირმის მოქმედ პარტიორებს დაფუძნებამდე ჰქონდათ დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა და თავიანთ სფეროებში წარმოადგენენ ცნობილ სპეციალისტებს. სახელწოდებით ”პატარაია და პარტნიორები” 2003 წლიდან გააგრძელა ფუნქციონირება როგორც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ. 2009 წლიდან საადვოკატო ბიურო საქმიანობს ამჟამინდელი სახელწოდებით.
საადვოკატო ბიუროს გააჩნია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს საადვოკატო ბიურო კონსულტაციებს უწევდა მსოფლიო ბანკის, TACISი-ს, USAID და IFC-ის პროექტებს, საქართველოში აკრედიტებულ მუდმივმოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
ბიუროს ადვოკატებს გამოცდილება აქვთ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება, კერძოდ ისინი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებზე, ლიზინგის, საკრედიტო კავშირების საქმიანობის, წყალმომარაგების, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებზე.
საადვოკატო ბიუროს წარმატება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება განპირობებულია ჩვენი პრინციპების ერთგულებით:
- კლიენტებთან ურთიერთობაში საქმიანი მიდგომა;
- კლიენტების იურიდიული პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური და ნაკლდებად ხარჯიანი გზების შეთავაზება;
- ინტერესთა კონფლიქტის და საადვოკატო ეთიკის სხვა ნორმების მკაცრი დაცვა;
- ბიუროს თანამშრომლების პროფესიონალიზმის მუდმივი ზრდა.
გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ და კომპლექსურად მივუდგეთ კლიენტის პრობლემებს, ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და არა ხანგძლივ სასამართლო დავებზე და ვცდილობთ დავეხმაროთ კლიენტს მოლაპარაკების, მორიგების და სხვა დავის გადაწყვეტის მექანიზმების გამოყენების გზით გადაჭრას წარმოჭრილი პრობლემა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს კლიენტის ინტერესი და სრულად ვაცნობიერებთ რომ, როდესაც კლიენტი დახმარებისთვის ადვოკატს მიმართავს, მას პირველ რიგში აინტერესებს შედეგი და არა პროცესი.
ფირმა თავის კლიენტებს მუდმივად სთავაზობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას მზარდილ ლიმიტით.





